შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

10.12.24 18:56
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ადგილზე საქართველოს დროშები, ნაცემი ჟურნალისტებისა და მოქალაქეების ფოტოები მიიტანეს.

დემონსტრანტების თქმით, ამ ფორმით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის დროს, უკანონოდ დაკავებულ ადამიანებს სოლიდარობას უცხადებენ და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

აქციის პარალელურად ადგილზე შსს-ს თანამშრომლებს უწყების შესასვლელთან კორდონი ჰქონდათ გაკეთებული, ასევე საპატრულო უწყების გარე პერიმეტრსა და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი.

მსგავსი სიახლეები