აბსურდის თეატრი სასამართლო დარბაზებში - მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ერთმანეთის მიყოლებით ასამართლებენ

10.12.24 20:18
აბსურდის თეატრი სასამართლო დარბაზებში - მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ერთმანეთის მიყოლებით ასამართლებენ

 

ექიმი, რომელსაც რეჟიმი ნარკოდილერობის მუხლით ასამართლებს, დღეს წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს. გიორგი ახობაძემ მოსამართლე ლელა მარიდაშვილს დეტალურად მოუყვა, როგორ ჩაუდო გომელაურის რაზმმა დაკავების დროს ნარკოტიკი და რა წესების დარღვევით ჩატარდა მისი ჩხრეკის და დაკავების ოპერაცია, თუმცა არცერთი გარემოება სასამართლოს მხედვლობაში არ მიუღია.

მოსამართლე, რომელმაც რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმი ციხისთვის გაწირა, "ქართული ოცნების" გულმხურვალე მხარდამჭრია. ლელა მარიდაშვილი საკუთარ სიმპათიებს სოციალურ ქსელში არ მალავს, სასამართლო დარბაზში კი საჭიროდ არ ჩათვალა საკუთრი გადაწყვეტილება დაესაბუთებინა. კამერებს დაემალა შეკერილი საქმის პროკურორიც, ის დარბაზიდან მოსამართლის გასასვლელით გაიპარა.

შინაგან საქმეთა სამინისტომ განსასჯელის სკამზე დასვა ქალი, რომელიც ოლიგარქის ომონს საკუთარი მეგობრის გათავისუფლებას აწეული ხელებით სთხოვდა. ბეატრის გაზდელიანს პოლიციელის დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავებიან. ახალგაზრდა ქალი ყვება, რომ დაკავების შემდეგ დამცირების მსხვერპლი გახდა.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები