"გაიღოს კინოს სახლის კარი დარბეული მოქალაქეებისთვის" - ხელოვანების პროტესტი
ხელოვანების პროტესტი არ წყდება. დღეს მოვლენების ეპიცენტრი კინოს აკადემია იყო, სადაც მსახიობები, რეჟისორები და კინოწარმოების პროცესის მონაწილეები 2 მოთხოვნით მივიდნენ. ისინი ივანიშვილის რეჟიმის ძალადობის დაგმობას და დარბეული მოქალაქეებისთვის კინოს სახლის კარის გაღებას მოითხოვდნენ. შეთანხმება ნაწილობრივ მიღწეულია. განცხადების ტექსტის და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ახლა ჯერი გამგეობაზეა, რომელიც უფლებამოსილია, კინო აკადემიის სახელით გააკეთოს განცხადება.
ასეთი აზვირთებული პროტესტი ქვეყნას დიდი ხანია არ ახსოვს. ყველა, ვინც ივანიშივლის რეჟიმს ეწინააღმდეგება, თანხმდება, რომ ახლა გაჩუმება არის დანაშაული. ისინი კინოს სახლს მოქმედებიკენ მოუწოდებენ, რომ დადგნენ ევროპული მომავლის მცველების მხარეს.
"დატოვოს ეს ქვეყანა" - ეს იყო დღეს ქართველი ხელოვანების მიმართვა ოლიგარქი ივანიშვილისთვის. ფიქრობენ, რომ სწორედ ივანიშვილია სისხლიანი შემოდგომის შემოქმედი.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.