"თქვენ ხართ გმირები, თქვენ წერთ ამ ქვეყნის ისტორიას" - პრეზიდენტმა ჟურნალისტები და ტელეოპერატორები დააჯილდოვა

10.12.24 21:12
"თქვენ ხართ გმირები, თქვენ წერთ ამ ქვეყნის ისტორიას" - პრეზიდენტმა ჟურნალისტები და ტელეოპერატორები დააჯილდოვა

 

საქართველოს პრეზიდენმა გმირობისთვის და მამაცობისთვის ჟურნალისტები და ტელეოპერატორები დააჯილდოვა. " თქვენ ხართ გმირები და წერთ საქართველოს ახალ ისტორიას" -  ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა მედიის წამორმადგენლებს, ვინც 13 დღეა მოვლენების შუაგულშია და სიცოცხლის რისკის ფასად რეჟიმის სისასტიკეს აღწერს.

სალომე ზურაბიშვილის სასახლეში განსაკუთრებით ემოციური იყო დაშავებული ჟურნალისტების და ტელეოპერატორების ნახვა. კოლეგების ნაწილი ათონელის რეზიდენციაში პირდაპირ კლინიკიდან მოვიდა. პრეზიდენტმა დააჯილდოვა  გიორგი შეწირული და მაკა ჩიხლაძე. სამოქალაქო თავდადებისთვის პრეზიდენტის ჯილდო  ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის 11 ჟურნალისტმა და ტელეოპერატორმა მიიღო. 

პრეზიდენტმა სამოქალაქო თავდადებისთვის დაჯილდოვდა გურამ როგავაც, "ფორმულას" ჟურნალისტი, რომელსაც ომონი ჟურნალისტური საქმიანობის მიმდინარეობის დროს პირდაპირ ეთერში სასტიკად გაუსწორდა. თავისუფალი მედიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის მხარდაჭერა მედიის მიმართ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სამოქალაქო თავდადებისთვის დაჯილდოვდნენ სამი თავისუფალი არხის ტელეოპერატორები და ჟურნალისტები, ასევე ონლაინ მედიიის წარმომადგენლები. ჟურნალისტები ამბობენ, რომ შანტაჟის მუქარის და ფიზიკური ანგარსწორების მიუხედავად, ყოველთვის აჩვენებენ კადრებს, რომელიც ისტორიას შემორჩება.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები