მე-13 ღამე ქვეყნის სამსახურში - რუსთაველის გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრია
მე-13 ღამე ქვეყნის სამსახურში - "ოცნების" სისასტიკეს თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეები ერთად დგომით უპირისპირდებიან. დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ გადაიკეტა. "ახალი არჩევნები" - ეს არის იმ ხალხის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც ყოველ დღე საღამოს 7 საათზე ქუჩაში დგას. ტერორის მიუხედავად, რუსთაველის გამზირი ისევ ივსება და ხალხის ნაკადი არ წყდება. ხალხი ასევე იმ აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვს, რომლებიც "ოცნებამ" დააკავა.
აღსანიშნავია, რომ ჭიჭინაძის ქუცაზე ჯერჯერობით არც საპატრულო და არც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გამოჩენილან.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში.