“ასეთი მკაცრი განცხადება მე არ წამიკითხავს“ - დათო გორგილაძე ევროკავშირის განცხადებაზე

10.12.24 20:26
“ასეთი მკაცრი განცხადება მე არ წამიკითხავს“ - დათო გორგილაძე ევროკავშირის განცხადებაზე

მწერალი და ტელეწამყვანი დათო გორგილაძე ამბობს, რომ ისეთი მკაცრი განცხადება, როგორიც დღეს ევროკავშირმა საქართველოს შესახებ გამოაქვეყნა, არ წაუკითხავს.

გორგილაძის თქმით, “ეს მოსალოდნელი იყო, იმიტომ, რომ ყველაფერი ხელის გულზე დევს, განსაკუთრებით ის რასაც ამ ქვეყნის მოსახლეობას უკეთებენ“.

ასეთი მკაცრი განცხადება მე არ წამიკითხავს და ეს მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ ერთზე, რომ ის სადამსჯელო ღონისძიებები, რომელსაც ამდენი დღეა „ქართული ოცნება“ უწყობს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, გნებავთ დარბევების სახით, გნებავთ რობოკოპების მიერ სასტიკად ცემის სახით, კამერების წინ, კამერების მიღმა, განყოფილებებში, ამ ტიტუშკების თუ ზონდერების მიქსევა, ვიღაცეებისთის გადაბრალება, აი, ეს ტერორი, რომელიც არის მოწყობილი „ოცნების“ მიერ, ძალიან თეთრი ძაფით ნაკერია ეს ყველაფერი და როგორც ნათქვამია, რომ „არ არს დაფარული რომ არ გაცხადდესო“.  რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელი იყო, იმიტომ, რომ ყველაფერი ხელის გულზე დევს, ის კატასტროფა მე თუ მკითხავ, წლების განმავლობაში, მაგრამ განსაკუთრებით ამ ბოლო დღეების განმავლობაში რასაც ამ ქვეყნის მოსახლეობას უკეთებს.

ჩვენ უნდა გვქონდეს იმედი ჩვენი მეგობრების, იმ ქვეყნების  გაერთიანების, საითაც ამდენი ხანია მივილტვით, რომ ისინი მარტო არ დაგვტოვებენ და მათ მხედველობიდან არ გამორჩებათ ის სისასტიკე, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს და მინდა მჯეროდეს, რომ იმ არაადამიანობას აუცილებლად პასუხი გაეცემა“, - ამბობს გორგილაძე.

წამება, პოლიტიკური დევნა, რეპრესიები - ევროკავშირის სისხლიან მოვლენებს უმწვავეს შეფასებას აძლევს.

განცხადებაში, რომელიც დღეს, 10 დეკემბერს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა გაავრცელა აღნიშნულია: "ევროკავშირი ფართოდ გავრცელებული დაშინების, პოლიტიკური დევნის, წამების, რომლის შესახებაც ცნობები არსებობს და მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობის შეწყვეტას მოითხოვს". 

ანიტა ჰიპერი პირდაპირ ამბობს, რომ ევროკავშირი გმობს რეპრესიულ ქმედებებს მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ.

ამასთან, ირკვევა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით "დამატებით ზომებს განიხილავს" 16 დეკემბერს განიხილავს

მსგავსი სიახლეები