პირს, რომელსაც ჯგუფურად კამერების დაზიანებას ედავებიან, 3-იდან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

10.12.24 20:04
პირს, რომელსაც ჯგუფურად კამერების დაზიანებას ედავებიან, 3-იდან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პირს, რომელსაც ჯგუფურად კამერების დაზიანებას ედავებიან, 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება, - ამის შესახებ პორკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

უწყების ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად, დააზიანა და გაანადგურა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ს ბალანსზე რიცხული ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, რამაც 7 700 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები