ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი - საპროტესტო მუხტი ქვეყნის დიდ ქალაქებშიც არ ცხრება
თბილისთან ერთად საპროტესტო მუხტი არ ცხრება ქვეყნის დიდ ქალაქებში. ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი - ხალხი დაუმორჩილებლობის მე-13 დღესაც ქუჩაშია და ახალ არჩევნებს ითხოვს. ამ წუთებში მორიგი აქციისთვის ემზადება ზღვისპირა ქალაქი. მოქალაქეები ამ წუთებში მთავრობის სახლთან იკრიბებიან. შენობის ფასადზე "ტვ პირველის" ეთერია ჩართული.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში არ დაიღლებიან და ქუჩაში იქამდე იდგებიან, ვიდრე ივანიშვილის ხელისუფლება უკან არ დაიხევს.
ვრცლად ნახეთ ნატო გოგელიას რეპორტაჟში.