“ოცნებაში“ ბევრი ბზარია, ივანიშვილმა არ მხოლოდ ამომრჩევლები, არამედ გუნდის წევრებიც გადააგდო - გიორგი ბაჩიაშვილი
ივანიშვილმა არ მხოლოდ ამომრჩველები, არამედ გუნდის წევრებიც გადააგდო- ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ოცნებაში“ ბევრი ბზარია და “ირაკლი ღარიბაშვილი ორ კვირაზე მეტია ოფისში არ გამოჩენილა“.
“ოცნებაში“ ბევრი ბზარია, ირაკლი ღარიბაშვილი ორ კვირაზე მეტია ოფისში არ გამოჩენილა. თეა წულუკიანი, რომელიც არ ჩანს და დანამდვილებით ვიცი, რომ გამდგარია, ნაწყენი და გაბრაზებული. ივანიშვილმა არ მხოლოდ ამომრჩევლები, არამედ გუნდის წევრებიც გადააგდო. ბოლო მომენტამდე სჯეროდათ, რომ ევროპაში ღირსებით მიდიოდნენ. მოინდომა, რომ ესენი თანამზრახველებად და მოძალადეებად აქციოს. ბევრი ამაზე ხელს არ მოაწერს, მათ შორის არც ღარიბაშვილი, რომელმაც პოსტი იმიტომ დატოვა, რომ მეორეჯერ ამ რუსული კანონის შემობრუნება არ უნდოდა, მაგრამ გამოჩნდა კობახიძე, რომელმაც თქვა - მე ყველაფერს გავაკეთებო“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.