“ისე გააქრეს ორსაათნახევარი, ცნობილ რეციდივისტს რომ მოიპარავენ“ - ჩახუნაშვილის მამა შვილის დაკავების დღეს იხსენებს
დაკავებული პედიატრის კონსტანტინე ჩახუნაშვილის მამა შვილის დაკავების დღეს იხსენებს და ამბობს, რომ “ისე გააქრეს ორსაათნახევარი, ცნობილ რეციდივისტს რომ მოიპარავენ“.
როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, არ სჯეროდა ეს რომ მის თავს და მის ქვეყანაში ხდებოდა.
მისივე თქმით, “მდგომარეობა შედის ჩიხში და უკან დახევა არ იქნება.“
გუშინ მეორე შვილთან შემთხვევით დავრეკე და მითხრა, კოტეს ვეძებო, ორსაათნახევარი ვეძებდით ოჯახი და ბავშვი ვერ ვიპოვეთ, არ ვარ ანტაგონისტურად ამ ჩინიან ხალხზე, მთელი ჩემი ცხოვრება, განურჩევლად იმისა, რომელი ფენიდანაა პაციენტი, მაინც ვმკურნალობთ. მერე ასე გაგრძელდება,მაგრამ ყველამ გაითვალისწინეთ, რომ მდგომარეობა შედის ჩიხში, დასახევი არც საზოგადოებას ექნება და არც მთავრობადწოდებულ სისტემას. ყველაფერი იქნება მათ ხელში, ვინც სამართალდამცავ სისტემაში მუშაობს.
აქ უკან დახევა არ იქნება, საზოგადოება ემატება, დღეს იმდენი ხალხია, საერთოდ არ ყოფილა. მდგომარეობა შედის ჩიხში. მაღალი თანამდებობიდან უნდა ადგნენ და უნდა თქვან, რომ ეს გაუსაძლისია. მათი შვილებიც დგანან ჩვენს გვერდზე“, - ამბობს ჩახუნაშვილი.
რაც შეეხება შვილის მდგომარეობას - მისი თქმით, მხნედაა და ხვალინდელი სასამართლოსთვის ემზადება.
რამდენადაც ვიცი თვითონ მხნედაა, ხვალ ვემზადებით სასმართლოსთვის, ვნახოთ რა იქნება. ისე გააქრეს ორსაათნახევარი, ცნობილ რეციდივისტს რომ მოიპარავენ, ეს თუ ჩემს თავზე და ჩემს საქართველოში ხდებოდა, არ მეგონა, ეს მარტო ჩემს შვილს არ ეხება, მისი მეგობრები, შესანიშნავი ბიჭები და გოგონებიც არიან იქ. ჩვენ გავალთ ბოლოში, არ გავხდებით რუსეთის ქვეშვერდომები“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე (კოტე) ჩახუნაშვილის კუთვნილი ავტომობილი - შევროლე ვოლტი გუშინ საღამოს საბურთალოზე, ნუცუბიძის ქუჩის N69-სთან იპოვეს. საბოლოოდ გაირკვა, რომ ჩახუნაშვილი პოლიციელებმა დააკავეს. გომალაურის უწყება ცნობილ ექიმს პოლიციის „კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას“ ედავება.
პედიატრი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.