ესენი არიან ყველაზე სუსტი არსებები, ვაჟკაცობის ნატამალი არ გააჩნიათ - თემურ ჭყონია გომელაურის რაზმზე

10.12.24 23:49
ესენი არიან ყველაზე სუსტი არსებები, ვაჟკაცობის ნატამალი არ გააჩნიათ - თემურ ჭყონია გომელაურის რაზმზე

ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამბობს, რომ ისინი, ვინც აქციაზე მომიტინგეებზე ძალადობენ, არიან ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც ვაჟკაცობის ნატამალი არ გააჩნიათ.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ისინი არიან  ოჯახების, მეუღლეების და შვილების შემარცხვენელნი.

ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც ვაჟკაცობის ნატამალი არ გააჩნიათ, ესენი არიან ყველაზე სუსტი არსებები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ვაჟკაცობაა, რომ გაეკიდებიან ვინმეს და თავში ჩაარტყამენ და დაუსჯელები დარჩებიან. შემარცხვენელი არიან ოჯახების, მეუღლეების და შვილების. ის, რაც მაკა ჩიხლაძეს გაუკეთეს სასიკვდილო ილეთია, ეს ორმეტრიანი კაცი წავიდა და თავის უფროს უთხრა, ნახეთ, კინაღამ კისერი მოვტეხეო. ესენი არ არიან გმირები, ესენი არიან ყველაზე სუსტი ადამიანები. საშინელებაა რაც ხდება“, - განაცხადა ჭყონიამ.

 

მსგავსი სიახლეები