ჯარიმა თუ პატიმრობა - საქალაქო სასამართლოში დილიდან აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს
სამოქალაქო ატქტივისტები გაანჩენის მოლოდინში არიან. საქალაქო სასამართლოში პროცესები დილიდან დაწყებულია. აქციის მონაწილეებს გომელაურის უწყება გზის ხელოვნურად გადაკეტვას ან ხულიგნობას ედავება. სანქცია ან სოლიდური ჯარიმა, ან პატიმრობაა. საქმეების განხილვა "ოცნებამ" ზვიად ცეკვავას ჩააბარა.
სასმართლოსგან პოზიტიური მოლოდინები არავის აქვს. ბოლო დღეებში გამართულმა პროცესებმა ცხადყო, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილებას მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებზე დაყრდნობით იღებენ და დაცვის მხარის არცერთ მტკიცებულებას არ იზიარებენ.
მოლოდინი, რა თქმა უნდა, არის უარყოფითი. დღეს სასამართლოში არის გამეფებული დიქტატურა. დღეს მტკიცებულების სახით შსს-მ წარმოადგინა ერთი ფურცელი და ერთი ფურცლით უნდათ, 18 წლის ახალგაზრდა გოგო გაასამართლონ. არ არსებობს არავითარი ვიდეოჩანაწერი, არ არსებობს არავითარი სხვა მოწმე, მხოლოდ ერთი ფურცელი, სადაც ამბობენ, თითქოს მან გადაკეტა გზა. არადა, ყველამ ვიცით, რომ 10 ათასობით ადამიანი იყო აღნიშნულ დღეს გამოსული გამზირზე, - ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
აქციის მონაწილეებს შორის, რომელთაც შსს გზის გადაკეტვას ედავება, არიან თავად ადვოკატებიც.
დღეს მაქვს ძალიან უცნაური პროცესი. მომიწევს დღევანდელ სხდომაზე დავიცვა საკუთარი ინტერესები და ასევე სხვა პირების ინტერესები. გვედავებიან ყველას გზის გადაკეტვას 2024 წლის 17 ნოემბერს. საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება. მეტსაც გეტყვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმიც კი უკანონოდ არის შევსებული. მეტიც, არის ისეთი უზუსტობები, რომ წერია, თითქოს გზა გადავკეტეთ დილის საათებში, რეალურად ნაჩვენებია, რომ 9 საათზე გადავკეტეთ, - ამბობს აქციის მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ 12 დღიანი უწყვეტი აქციების ფონზე დაკავებულების რაოდენობამ 500 გადააჭარბა.