თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - "მთავარი არხის" ჟურნალისტი საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს

11.12.24 12:23
თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - "მთავარი არხის" ჟურნალისტი საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს

,,ტვ პირველის'' ჟურნალისტის მაკა ჩიხლაძისა და  ოპერატორის  გიორგი შეწირულის საქმეზე, საგამოძიებო სამსახურში "მთავარი არხის" ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს.  ქეთა ციცქიშვილის თქმით უწყებაში ეთერში სავარაუდო დამნაშავეების  სახელებისა და გვარების დასახელების გამო დაიბარეს. 

ამ ინფორმაციას მივაწვდი, თუმცა მათ კითხვა ექნებათ წყაროს შესახებაც და მე ,რა თქმა უნდა , გამოვიყენებ კანონით მინიჭებულ უფლებას და არ დავასახელებ წყაროს, იმიტომ რომ ეს შეგვიძლია - ამბობს ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დამიბარეს მოწმის სტატუსით  მაკა ჩიხლაძის და გიორგი შეწირულის საქმეზე, იმიტომ,რომ მე ეთერში რამდენიმე სახელი და გვარი დავასახელე, ვინც არის სავარუდო თავდასხმელი, იმიტო,რომ ეს ინფორმაცია მომაწოდა წყარომ რა, თქმა უნდა, მათი ამოცნობა შეძლეს. ამ ინფორმაციას მივაწვდი, თუმცა მათ კითხვა ექნებათ წყაროს შესახებაც და მე რა თქმა უნდა გამოვიყენებ კანონით მინიჭებულ უფლებას და არ დავასახელებ წყაროს, იმიტომ რომ ეს შეგვიძლია.  კიდევ ერთი რამდენი დრო გავიდა ვიცით, რომ ორი კონკრეტული ადამიაის სახლში  ჩხრეკა ჩატარდა და რეალურად ჯერ არაფერი არ გვიხილავს შედეგი გამოძიების, წესით მათ უფრო უნდა იცოდნენ ვინ იყო იქ,რადგან ბოლო ბოლო იქ თუ არა გვერდზე ქუჩებზე არის კამერები და ეს ადამიანები არ მგონია სულ ნიღბებით დადიოდნენ ყველგან. თვითონაც ძალიან კარგად იციან ვინ არიან, ამიტომ ველოდებით ნაბიჯებს. ჩვეულებრივად მკვლელობის მცდელობა იყო ეს არ ყოფილა უბრალო თავდასხმა და ცემა ეს იყო მკვლელობის მცდელობა. - ქეთა ციცქიშვილი 

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ. ორივე მათგანმა მკურნალობა ინგოროყვას კლინიკაშ გაიარეს.

აღსანიშნავია, რომ ტავდასხმიდან 5 დღის შემდეგაც კაციტაძის უწყებას არცერთი დაკავებული არ ჰყავს. 

მსგავსი სიახლეები