აშშ საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს „ჯერ კიდევ განიხილავს“ - ცნობები შტატებიდან

11.12.24 13:12
აშშ საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს „ჯერ კიდევ განიხილავს“ - ცნობები შტატებიდან

აშშ საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს „ჯერ კიდევ განიხილავს“ - ამის შესახებ ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს თქმით, მას ინფორმაცია ბაიდენის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი წარმომადგენელმა მიაწოდა. 

ენტონი ბლინკენის თანაშემწე, დაფნა რენდი რაუფოღლოსთან ამბობს, რომ სანქციების დაწესების საკითხი "განხილვის პროცესშია, უმაღლეს დონეზე".

"საქართველოში უკვე მრავალი თვეა, რაც 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით არის შემაშფოთებელი ნიშნები. ჩვენ ვნახეთ მართლაც შემაშფოთებელი ნიშნები, მათ შორის, უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღება, რომელიც სინამდვილეში სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობისკენ იყო მიმართული. ასე რომ, არჩევნების დღემდე ჩვენ შეშფოთებულები ვიყავით და ვმუშაობდით ხელისუფლებასთან, რათა გამოგვეხატა ჩვენი შეშფოთება ქართველების თავისუფალი და სამართლიანი ხმის მიცემის შესაძლებლობის შესახებ...

ჩვენ მივყვებით ქართველი ხალხის სურვილებს. ქართველმა ხალხმა ხმამაღლა და გარკვევით განაცხადა, რომ მათი მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებაა. და აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს ქართველი ხალხის სურვილებს...

ყველა, პრეზიდენტი ბაიდენიდან დაწყებული ბლინკენით დამთავრებული, დიდი განგაშით უყურებს იმას, რაც საქართველოში ხდება", - თქვა რენდიმ რაუფოღლუსთან საუბარში.

 

 

მსგავსი სიახლეები