,,ბიბლუსი '' საახალწლო ღონისძიებას აუქმებს
წიგნების მაღაზია ,,ბიბლუსი'' ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებას ეხმაურება და საახალწლო ფესტივალის მასშტაბურ ღონისძიებას აუქმებს.
"ბიბლუსის" ჯგუფი განცხადებაში ამბობს, რომ მოცემულ სიტუაციაში ღონისძიების ცატარება არამიმართებულად მიაჩნიათ.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, „ბიბლუსი ჯგუფი“ აუქმებს საახალწლო ფესტივალის მასშტაბურ ღონისძიებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ღონისძიებისთვის მთელი წლის განმავლობაში ვემზადებოდით, მოცემულ სიტუაციაში არამართებულად მიგვაჩნია საზეიმო ღონისძიების ჩატარება. - წერია ბიბლუსის განცახდებაში