ნულიდან აშენდა წარმატებული, დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია - გია ხუხაშვილი ტვ პირველზე

03.09.21 19:39
ნულიდან აშენდა წარმატებული, დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია - გია ხუხაშვილი ტვ პირველზე

ტვ პირველი იმის დადასტურებაა, რომ უმძიმეს პირობებშიც კი შესაძლებელია ტელევიზიიის განვითარება- პირველების ახალი ოფისის გახსნას ექსპერტი, გია ხუხაშვილი, ეხმიანება.

ტვ პირველი არის იმის დადასტურება, რომ უმძიმეს პირობებშიც კი შესაძლებელია ტელევიზიის, არა როგორც პოლიტიკური, არამედ ბიზნეს-პროექტის რეალიზება და დინამიური განვითარება.
ეს არის მეორე შემთხვევა საქართველოს უახლეს ისტორიაში, პალიტრა მედია ჰოლდინგის შემდეგ, როდესაც ნულიდან აშენდა წარმატებული, დამოუკიდებელი მედია ორგანიზაცია.
მოხარული ვარ, რომ  ვითარდებიან და ვუსურვებ თავისი უნიკალური სახის შენარჩუნებას და წარმატებებს!- წერს გია ხუხაშვილი.

ტვ პირველი ახალ ოფისში გადავიდა. უახლოესი აპარატურა, მასშტაბური სტუდიები- ,,პირველები" დღეიდან ახალ სატელევიზიო სეზონს იწყებს.