მოსამართლე ცეკვავამ 11 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნო

11.12.24 15:41
მოსამართლე ცეკვავამ 11 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნო

ზვიად ცეკვავამ 11 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნო - მოსამართლე 11 პირის საქმეს დილის 11 საათიდან იხილავდა და გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ცეკვავამ 11-დან 3 პირს სიტყვიერი შენიშვნა მისცა, დანარჩენს კი 500-500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

11-ვე მათგანს 17 ნოემბერს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ.

შსს-მ წარმოადგინა ე.წ. მტკიცებულებები და დისკი, რომელიც იყო წარმოდგენილი, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ცარიელი. ამ სტანდარტით ხელმძღვანელობენ. შემდეგ გაიქცნენ, მოიტანეს, თითქოს რაღაცა ხარვეზი ჰქონდა, მერე თქვენი დისკი მოგვეცითო, ჩვენივე დისკით უნდოდათ ჩვენი გასამართლება",- ამბობს ნიკუშა ფარულავა. 

დღეს სასაამრთლოზე არ ყოფილა არანაირი მტკიცებულება. 18 წლის გოგო დააჯარიმეს მხოლოდ იმის გამო, რომ აქციაზე იმყოფებოდა. ყველას კარგად იცის, რომ ათასობით ადამიანი იყო ამ აქციაზე და გზა ხელოვნურად არ გადაკეტილა", - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე აქტივისტების გარდა ზვიად ცეკვავამ დააჯარიმა ადვოკატიც. თეონა ზაქარაშვილი მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობის გამო 100 ლარით მხოლოდ იმის გამო დააჯარიმა, რომ უფლებადამცველი იმ მომწმეების დაკითხვას ითხოვდა, რომლებიც მისი თქმით, იტყოდნენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია და გზის ხელოვნურად გადაკეტვას ადგილი არ ჰქონია. 

შსს-ს იურისტები დღევანდელ სასამართლო პროცესზე უხერხულ მდგომარეობაში რამდენჯერმე აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი შემთვევა იყო მაშინ, როდესაც კითხვები ისმებოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მტკიცებულებები არსებობდა კონკრეტული პირების წინააღმდეგ, თუმცა შსს-ს იურისტებს კითხვებზე პასუხები არ ჰქონდათ. 

მსგავსი სიახლეები