მოსამართლე ცეკვავამ აქტივისტებთან ერთად ადვოკატიც დააჯარიმა
ზვიად ცეკვავამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე აქტივისტებთან ერთად ადვოკატიც დააჯარიმა.
თეონა ზაქარაშვილი მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობის გამო 100 ლარით მხოლოდ იმის გამო დააჯარიმა, რომ უფლებადამცველი იმ მომწმეების დაკითხვას ითხოვდა, რომლებიც მისი თქმით, იტყოდნენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია და გზის ხელოვნურად გადაკეტვას ადგილი არ ჰქონია.
ზვიად ცეკვავამ 11 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნო - მოსამართლემ 11-დან 3 პირს სიტყვიერი შენიშვნა მისცა, დანარჩენს კი 500-500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
11-ვე მათგანს 17 ნოემბერს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ.