ხელოვანების პროტესტი - კინომატოგრაფისტები კინოაკადემიისგან მიმდინარე მოვლენებზე პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვენ
ხელოვანების პროტესტი გრძელდება - კინომატოგრაფისტები კინოაკადემიის ხელმძღვანელობისგან მიმდინარე მოვლენებზე პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვენ. სფეროს წარმომადგენლები ასევე მოითხოვენ კინოაკადემიამ საჯაროდ დააფიქსიროს დაკავებულ აქციის მონაწილეებთან დაკავშირებითაც.
ამ საკითხებზე სამსჯელოდ ბორდი უკვე შეიკრიბა და ცოტა ხანში უნდა გახდეს ცნობილი, დაარღვევს თუ არა საქართველოს კინოაკადემია დუმილს და შეუერთდება თუ არა სახელოვნებო სფეროს პროტესტს.
ვითხოვთ, ყველამ დავინახოთ ის, რაც მართლა ხდება ქუჩაში. კინომატოგრაფისტები ვალდებულები ვართ, დაიჭერენ ექიმს, დაიჭერენ მსახიობს, დაიჭერენ ჟურნალისტს, დაასახიჩრებენ აქციის მონაწილეებს ჩუმად, სიბნელეში, ქუჩის კუთხეში, ამაზე გვქონდეს პროტესტი. როგორ შეიძლება შეხება გქონდეს კინოსთან და არ დგებოდე იმის სადარაჯოზე, როცა ხედავ, ასე დაუნდობლად შენს თვალწინ ხდება ქუჩებში", - ამბობს ხელოვანი.