მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა 22 წლის ოფიციანტი პატიმრობაში გაუშვა
მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა 22 წლის ოფიციანტი პატიმრობაში გაუშვა - დანიელ მუმლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
დაკავებულ სსახელმწიფო ბალანსზე არსებული კამერების დაზიანებას ედავებიან.
დღეს, სასამართლო პროცესზე ადვოკატმაც და დაკავებულმაც განუმარტა მოსამართლეს, რომ მუმლაძე ერთადერთია, ვინც ოჯახში მუშაობს, რომ მას ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, თუმცა, მიუხედავად ამ გარემოებებისა, მოსამართლემ 22 წლის ბიჭი მაინც პატიმრობაში გაუშვა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 30 იანვარს ჩანიშნა. ბრალის დამტკიცების შემთვევაში დაკავებულს 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება.