სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი იწყება
სასამართლოში კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი იწყება.
სასამართლოს სხდომათა დარბაზში უკვე იმყოფება შსს-ს იურისტი.
ზურა ჯაფარიძე სასამართლოში ელოდებიან. აღნიშნული პროცესი ისე ჩაინიშნა, რომ ინფორმაცია არც ოპოზიციონერისთვის და არც მისი იურისტისთვის არავის მიუწოდებია.
ჯაფარიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.