ექიმი კოტე ჩახუნაშვილი სასამართლო ვერდიქტის მოლოდინში
კოტე ჩახუნაშვილი სასამართლო ვერდიქტის მოლოდინშია - ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში ცნობილი ექიმის პროცესი მიმდინარეობს.
პედიატრი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ ცნობილ ექიმს 2 დღის წინ ჯერ სახლში მიაკითხეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა და გამოკითხვაზე დაიბარეს, ერთ დღეში კი ნუცუბიძის ქუჩაზე ჩასაფრება მოუწყეს და დააკავეს. ამის შემდეგ დიღმის იზოლატორში შეყვანილ ექიმს კრიმინალური პოლიციის იგივე გამომძიებლები თავზე დაადგნენ და ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, თუმცა ორივე შემთხვევაში ექიმი დაკითხვას მაგისტრი მოსამართლის წინაშე დათანხმდა.