ერთი სატელეფონო ზარი და სამი განცხადება - რაზე ესაუბრა მაკრონი ივანიშვილს?

11.12.24 20:29
ერთი სატელეფონო ზარი და სამი განცხადება - რაზე ესაუბრა მაკრონი ივანიშვილს?

 

ქართველი ხალხის მოთხოვნები ივანიშვილს მაკრონმა წაუყენა. შუამავლების და შემოვლითი გზების გარეშე საფრანგეთის პრეზიდენტმა "ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს დაურეკა და დაკავებულების გათავისუფლება მოსთხოვა.

ივანიშვილს ცოტა დრო აქვს მიცემული, რადგან რამდენიმე დღეში მაკრონსა და ოლიგარქს შორის საუბარი ისევ შედგება. 

ინფორმაცია სატელეფონო საუბრის შესახებ თავდაპირველად ქართულმა ოცნებამ გაავრცელა. ოლიგარქის პარტიის მცდელობას, რომ ეს დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვის საწყისად წარმოჩენილიყო ხაზი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებამ გადაუსვა. ელისეის სასახლის სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია ის, რასაც "ოცნება" მალავდა. ფრანგმა პრეზიდენტმა ისაუბრა დაშინებაზე, ძალადობაზე, უკანონო დაკავებებზე, ევროპული კურსიდან გადახვევაზე და ოლიგარქი გააფრთხილა, რომ ეს ასე ვეღარ გაგრძელდება. 

ამის შემდგომ "ქართულ ოცნებას" მეორე განცხადების გავრცელება და საუბრის ასეთი შინაარსის დადასტურება მოუწია.

"პირველების" ინფორმაციით, ოლიგარქთან სატელეფონო ზარის ამბავი კვირას პარიზში გადაწყდა, როცა  მაკრონი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.  პრეზიდენტებს შორის საუბრის თემა ქვეყანაში არსებული კრიზისი იყო. ამის შემდეგ მაკრონმა არა თვითაღიარებულ პრემიერს, არამედ არაფორმალურ მმართველს დაურეკა.  შემდეგ საჯაროდ საუბრის შინაარსიც მოყვა. მაკრონს ყველა ის მოთხოვნა აქვს,   რაც მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს. ამის შემდეგ ოცნება იძულებული გახდა, მაკრონის ნათქვამი დაედასტურებინა.

ახლა ჩნდება კითხვა ჩამოვა თუ არა მაკრონი საქართველოში კრიზისის გადასალახად - დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძს რეპორტაჟში. 

 

მსგავსი სიახლეები