352-დან 226 პირი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, ხილული დაზიანებები 157-ს აქვს - იოსელიანი
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს.
აქედან, ომბუდსმენის ინფორმაციით, არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.