ხელჩართული ჩხუბი "ქართულ ოცნებაში" - რატომ მოხვდა ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში

11.12.24 20:48
ხელჩართული ჩხუბი "ქართულ ოცნებაში" - რატომ მოხვდა ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში

 

ტრამვირებული ღარიბაშვილი - ქართული ოცნება იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ექს პრემიერი დაზიანებებით კლინიკაში მოხვდა. ვარჯიშის დროს მიყენებული ტრავმა - ეს არის ოცნების ვერსია, თუმცა პარტიული კულუარებიდან სულ სხვა ინფორმაცია ჟონავს. "პირველებს" უყვებიან, რომ ოლიგარქის გუნდში დიდი დაპირისპირებაა და საქმე ხელჩართულ ჩხუბამდეც მივიდა. ფაქტია, რომ ბოლო კვირებში გაუჩინარებული ღარიბაშვილი დაზიანებებით კლინიკაში მიიყვანეს. 

ეს ფაქტი  "ტვ პირველის" ეთერში ჯერ ოლიგარქის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გაახმაურა. შემდეგ უფრო მეტი ყოფილმა პრემიერმა თქვა და დაადასტურა, რომ გუნდის შიგნით მუშტი-კრივზე არიან გადასული. ოცნებაში რომ დიდი არეულობაა თავად მეოცნებეების კომენტარებსაც ეტყობათ.  ღარიბაშვილზე საუბარს გაურბიან და წინასწარ გაზეპირებული ფრაზებით ცდილობენ უხერხული კითხვები თავიდან აიცილონ.

დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში  

მსგავსი სიახლეები