პროტესტმა რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლა - სტუდენტ-პროფესორები საჯარო მოხელეების მარშს შეუერთდებიან

11.12.24 19:22
პროტესტმა რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლა - სტუდენტ-პროფესორები საჯარო მოხელეების მარშს შეუერთდებიან

განათლების სამინისტროსთან გამართულმა სტუდენტ-ლექტორების პროტესტმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლა.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა თბილისის ქუჩებში მსვლელობა გამართეს და ახლა ვერის უბანში დაბანაკდნენ. 

  • ისინი საჯარო მოხელეების საპროტესტო მარშს შეუერთდებიან, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე 20:00 საათზე დაიწყება და შემდეგ პარლამენტთან გადაინაცვლებს. 

ახალგაზრდები "პირველებთან" ამბობენ, რომ ახლა არსებობს სერიოზული რისკი იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ქართულმა დიპლომმა საერთაშორისო ასპარეზზე ძალა დაკარგოს. 

მე ჩამოვედი ბერლინიდან. ვარ ფილოსოფიის სტუდენტი. ჩემთვის შეუძლებელი იყო, გავჩერებულიყავი გერმანიაში, როცა ჩემს თანატოლებს ასე უსწორდებიან. ქართული მომავლის დასაცავად შევიკრიბეთ აქ. ვუცხადებ სოლიდარობას ჩემს თანამემამულეებს. საქართველოში განვითარებული პროცესების შორიდან ყურება კიდევ უფრო მტკივნეულია. ხელისუფლებას ჩვენი ეშინია, რადგან ჩვენ მხარეს სიმართლე დგას", - ამბობს აქციის მონაწილე.

ცნობისთვის, დღეს, 11 დეკემბერს, სტუდენტ-პროფესორებმა განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა აქციაზე უკანონოდ დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. 

ამასთან, პროტესტის ავანგარდში მოქცეულმა ადამიანებმა "ქართული ოცნების" წევრების რუსულენოვანი დიპლომები დაწვეს.

მსგავსი სიახლეები