''20,000 ლარს გადავცემთ სოლიდარობის ფონდს აქციებზე დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად''- ''ბარამბო''

11.12.24 19:16
''20,000 ლარს გადავცემთ სოლიდარობის ფონდს აქციებზე დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად''- ''ბარამბო''

''ბარამბო'' ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას  სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კომპანია, მხარს უჭერს ქართველ ხალს და  სოლიდარობის ფონდს აქციებზე დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად 20,000 ლარს გადასცემს.

ბარამბო მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას!
ევროპული ინტეგრაციის დროებითი შეჩერება ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მოქალაქეებს და 20,000 ლარს გადავცემთ სოლიდარობის ფონდს აქციებზე დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად, რაც გულისხმობს მკურნალობის, ჯარიმების და სხვა სახის ფინანსური ხარჯის ანაზღაურებას.

გვჯერა, რომ სამართლიანობისა და სიმართლისთვის ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთმანეთის თანადგომაა. აქციის მონაწილეებისთვის ჩვენი კარი კვლავ ღიაა - გიმასპინძლებთ მელიქიშვილის 11 ნომერში მდებარე ბარამბოს ობიექტში, სადაც უსასყიდლოდ დაგხვდებათ ცხელი სასმელი და ტკბილეული." - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები