კოლეგები მანანა კობახიძის წინააღმდეგ - დიდი დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში

03.09.21 20:51
კოლეგები მანანა კობახიძის წინააღმდეგ - დიდი დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში

დიდი დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში. ,,ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერსა და ახლა უკვე მოსამართლე მანანა კობახიძეს კოლეგები უპირისპირდებიან.  ამბავი ციანიდის სკანდალურ საქმეს ეხება.

დეკანოზი მამალაძე სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომელსაც უნდა გაერკვია, იყო თუ არა კონსტიტუციური გაუთქმელობის დოკუმენტზე მოსარჩელის მიერ ხელის მოწერა.
ტვ პირველის ინფორმაციით, მოსამართლე მანანა კობახიძემ  ჯერ დრო გააჭიანურა, შემდეგ კი ხმაურიან საქმეზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება კოლეგებს გადააბარა. ახლა მოსამართლეები თეიმურაზ ტუღუში, ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე კოლეგას, მანანა კობახიძეს ღიად უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ კობახიძე სასამართლოს იმიჯს ლახავს. 

ტვ პირველის ინფორმაციით, ციანიდის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა, მაგრამ მანანა კობახიძემ შიდა მანიპულაციებით ის დაბლოკა და სასამართლოს საქმის თავიდან განხილვა აიძულა.