„პუბლიკის“ რეპორტიორი სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხვაზეა დაბარებული

11.12.24 19:22
„პუბლიკის“ რეპორტიორი სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხვაზეა დაბარებული

„პუბლიკის“ რეპორტიორი, მინდია გაბაძე მოწმის სახით დაბარებულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1 და 2 ნაწილით და 239-ე მუხლის პრიმა ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

ამის შესახებ ინფორმაციას "პუბლიკა" ავრცელებს. აღნიშნული მუხლები გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას/მონაწილეობას/ ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას; ამავე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე.

შეგახსენებთ, რომ მინდია გაბაძეს 6 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ უცნობი ნიღბიანი პირები. პოლიცია ფაქტს შეესწრო, თუმცა რეაგირება არ მოუხდენია. მინდია გაბაძეს ტვინის შერყევა დაუდგინდა. სახეზე აქვს დალურჯება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს „პუბლიკის“ რეპორტიორი ჯერ არ გამოუკითხავს.

მსგავსი სიახლეები