საახალწლოდ გაუქმებული ღონისძიებები - კოკა-კოლას ქარავანი წელს ქუჩებში აღარ გამოჩნდება
პირველად 25 წლის შემდეგ ქუჩებში ყველასთვის საყვარელი საახალწლო ქარავანი აღარ გამოჩნდება. ახალი წლის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი კოკა-კოლამ ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო გააუქმა. ეს არის პროტესტი რეჟიმის ძალადობაზე. მსხვილ ბიზნესთან ერთად ამ პროტესტს მცირე მეწარმეებიც უერთდებიან.
200-ზე მეტმა მეწარმემ განაცხადი უკვე გააკეთა და ხელისუფლებასთან ყველანაირ თანამშრომლობაზე უარს ამბობს. ამიტომ მათი დახლები ტრადიციულ საშობაო ბაზრობაზე ცარიელი იქნება. გვირჩევნია დავიხუროთ - ეს არის მცირე ბიზნესის წარმომადგენლების პოზიცია. უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი და ეკონომიკა სრული კოლაფსის ზღვარზე. ის ხალხი, ვისზეც ქართული ეკონომიკა დგას გაჩუმებას აღარ აპირებს.
დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.