საჯარო მოხელეები ქუჩაში - "ოცნების" წინააღმდეგ აქციაზე თანამშრომლები სამთავრობო უწყებებიდან დგანან

11.12.24 20:04
საჯარო მოხელეები ქუჩაში - "ოცნების" წინააღმდეგ აქციაზე თანამშრომლები სამთავრობო უწყებებიდან დგანან

საჯარო მოხელეები ქუჩაში. "ქართული ოცნების" პოლიტიკის წინააღმდეგ აქციაზე თანამშრომლები სამთავრობო უწყებებიდან დგანან. ეს კი პირველად ხდება, როდესაც ისინი სახეს აღარ მალავენ და სახალხო პროტესტს ღიად უერთდებიან.  

ივანიშვილის გუნდის მმართველობის მე-12 წლისთავზე მმართველ პარტიას საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავე მოქალაქეებიც უპირისპირდებიან. საჯარო მოხელეების დიდი მსვლელობა რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.

"ჩვენ ვემსახურებით ხალხს და ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციას" - ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანდნენ სამინისტროების, სიპებისა და აიპების თანამშრომლები. ყველა ფიქრობს, რომ ახლა აღარც გაჩუმების დროა და არც შიშის.

მსგავსი სიახლეები