მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ექიმი კოტე ჩახუნაშვილი 2500 ლარით დააჯარიმა

11.12.24 20:16
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ექიმი კოტე ჩახუნაშვილი 2500 ლარით დააჯარიმა

 

ექიმი კოტე ჩახუნაშვილი სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. პროკურატურა პედაიტრს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. 

ექიმმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ "ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს". ჩახუნაშვილი სასამართლოდან პირდაპირ აქციაზე მიდის და ამბობს, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე. 

ორივე მოწმე იტყუებოდა და შუბლის ძარღვი ჰქონდა გაწყვეტილი. ეს არის რუსული მილიცია, რასაც ახლა შვებიან, ზუსტად ეს არის რუსული მილიცია, ცრუ მომწმეების ბრალდებით რომ გიჭერენ. თუნდაც ჩვენი კოლეგა გიორგი ახობაძე არის ჩადებით დაკავებული. ყველაფერს გავაკეთებთ, ახლა მე და ჩემი მეგობრები წავალთ აქციაზე და იქ გამოვხატავთ პროტესტს. ყველას მოვუწოდებ, რომ არ დაიღალოთ, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და ეს რეჟიმი არის დასასრულებელი", - განაცხადა კოტე ჩახუნაშვილმა. 

რაც შეეხება უშაულოდ სასამართლო პროცესზე, აღსანიშნავია, რომ სხდომის მიმდინარეობის დროს ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა. 

ამ ქვეყანაში მოსამართლე არის უბრალოდ მეკუბოე მართლმსაჯულების - ამბობს უფლებადამცველი და მოსამართლის წინასწარდაწერილ განაჩენზე საუბრობს. 

''მე მაქვს შთაბეჭდილება, რომ ამ ქვეყანაში მოსამართლე არის უბრალოდ მეკუბოე მართლმსაჯულების და ჩვენ უნდა, რომ ყველანი ვიყოთ მესაფლავეები და ამ სპექტაკლში მივიღოთ მონაწილეობა. ვერ დავინახე ჩემი როლი იმ პირობებში, როცა ადამიანმა 48 საათი გაატარა იზოლატორში და მოსამართლემ პოზიციის დასაფიქსირებლად გამოუყო 5 წუთი სამ ადამიანს, რომ 5 წუთში ჩაეტიეთო. 
ცხადია, რომ წინასწარ იცოდა რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო. რამდენიმე ძალიან სასაცილო მომენტი გვქონდა, მაგალითად პოლიციელებმა დაკავების ოქმში სიტყვა შეურაცხყოფა ვერ  დაწერეს ვერც ერთხელ სწორად, სამჯერ იყო ნახსენები და სამივეჯერ სხვადასხვანაირად არასწორად. ასევე დამკავებელი პირები, რომლებიც ამბობდნენ, რომ დავაკავეთ იდგა შუა გზაზეო მანქანასთან და მივედით, ვიცანითო უწყების გადასაცემად მივედითო, უწყება, რომელიც მას უკვე წინა დღით ჩაბარებული ჰქონდა. მოწმე პოლიციელმა ვერ გაიხსენა რა ფერის მანქანა იყო, ვერც მოდელი. მანქანიდან დავიჭირეთო ,მაგრამ რა მანქანა იყო ვერ გაიხსენეს.  ჯიპი იყო თუ სედანი ეგეც არ ახსოვდა. ამ ყველაფერზე საუბარი არის სრული აბსურდი, უბრალოდ ქართულმა პოლიციამ რა მინიმალურ სიმაღლეებსაც მიაღწია ბოლო 30 წელიწადში, ბოლო 10 დღეში საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიღწევებს ხაზი გადაუსვა. ყველაფერი არის დანგრეული, ჩვენ გვყავს საბჭოთა მილიცია, რომელსაც შეუძლია ფიცის ქვეშ აქ მისცემს ტყუილი 'ცრუ ჩვენება. მითუმეტეს, რომ თვალებში უყურებდეს მოსამართლეს. მე არ წარმომიდგენია პოლიციელს, რომელსაც შეუძლია ცრუ ჩვენების მიცემა აქვს ღირსების გრძნობა. ისინი არიან უღირსი ადამიანები'',  - ამბობს შოთა თუთბერიძე.

შეგახსენებთ, რომ ცნობილ ექიმს ჯერ სახლში მიაკითხეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა და გამოკითხვაზე დაიბარეს, ერთ დღეში კი, 4 დეკემბერს ნუცუბიძის ქუჩაზე ჩასაფრება მოუწყეს და საკუთარი მანქანიდან მაშინ გაიტაცეს, როდესაც ის საპროტესტოო აქციაზე მიდიოდა.

მსგავსი სიახლეები