12 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან აქცია დაანონსდა
ხვალ, 12 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება - ამის შესახებ ცნობილმა პიანისტმა, გიორგი გიგაშვილმა სოციალურ ქსელში დააანონსა.
პროტესტი მონაწილეები ანრი კვარაცხელიას გათავისუფლებას ითხოვენ.
ხვალ, კონსერვატორიის წინ, 14:00! ვითხოვთ ანრის გათავისუფლებას", - წერს გიორგი გიგაშვილი.
ცნობისთვის, ანრი კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ახალგაზრდა 7 დეკემბერს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პატიმრობაში გაუშვა. მოსამართლის განმარტებით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორ როინ ხინთიბიძის განმარტებით, ბრალდებულმა სამართალდამცავების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.
ადვოკატების განმარტებით, ანზორ კვარაცხელიას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და ამის შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არც არის.