საჯარო მოხელეები რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ - მოქალაქეები მარშით პარლამენტთან გადაინაცვლებენ

11.12.24 20:45
საჯარო მოხელეები რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ - მოქალაქეები მარშით პარლამენტთან გადაინაცვლებენ

საჯარო მოხელეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ -  სამინისტროების, სიპებისა და აიპების თანამშრომლები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან. 

პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები ამბობენ, რომ ახლა შიშის დრო აღარ არის და საჭიროა, თითოეულმა ადამიანმა ევროპული მომავლის დასაცავად ხმა აიმაღლოს. 

საჯარო მოხელეებმა მსვლელობის პროცესში საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნი იმღერეს და საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს. მოქალაქეები უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. 

მსგავსი სიახლეები