საჯარო მოხელეების მარშს სტუდენტ-პროფესორები შეუერთდნენ - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

11.12.24 21:13
საჯარო მოხელეების მარშს სტუდენტ-პროფესორები შეუერთდნენ - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

სტუდენტები და ლექტორები, საჯარო მოხელეების მარშს მსვლელობით განათლების სამინისტროდან  შეუერთდნენ. 

დემონსტრანტები  მარშით საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. 

თავდაპირველად, სტუდენტ-პროფესორებმა განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა აქციაზე უკანონოდ დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. 

ამასთან, პროტესტის ავანგარდში მოქცეულმა ადამიანებმა "ქართული ოცნების" წევრების რუსულენოვანი დიპლომები დაწვეს.