ივანიშვილი კობახიძეს გადააყენებს და კიდევ ვიღაცებს მიაყოლებს, ამას არანაირი შინაარსი არ აქვს - ზურაბ ჯაფარიძე
"(ივანიშვილი) კობახიძეს გადააყენებს და კიდევ ვიღაცებს მიაყოლებს, ამას არანაირი შინაარსი არ აქვს" - ასე ეხმაურება კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე მედიაში გავრცელებული ინფორმაციას, ირაკლი კობახიძისშესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ხალხი საპროტესტო აქციაზე არ დგას იმისთვის, რომ გადადგეს ვინმე, მთავარი მოთხოვნაა ქვეყანაში მთავრობა შეიცვალოს და ქვეყაან ევროატლანტიკურ გზას დაუბრუნდეს.
ვის აინტერესებს კობახიძე იქნება თუ სხვა ზებრა. კობახიძე გაუშვა ერთხელ 20 ივნისის მერე თუ გახსოვთ და მერე ისევ დააბრუნა. მაგას შინაარსი არ აქვს, აქ ხალხი იმიტომ არ დგას, რომ კობახიძე წავიდეს. აქ ხალხი დგას, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს და ქვეყანა დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას. სანამ მაგას არ მივაღწევთ ეს ხალხი არ დაიშლება. კობახიძეს გადააყენებს და კიდევ ვიღაცებს მიაყოლებს მაგას არანაირი შინაარსი არ აქვს'', - ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე თანამდებობის დატოვებისთვის ემზადება.