ხალხს ბევრი რამის ატანა შეუძლია, მაგრამ ყური აუწიო და მიმართულება შეუცვალო, ამას ვერ აიტანს - კასრაძე

11.12.24 21:34
ხალხს ბევრი რამის ატანა შეუძლია, მაგრამ ყური აუწიო და მიმართულება შეუცვალო, ამას ვერ აიტანს - კასრაძე

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ნინო კასრაძეც შეუერთდა - როგორც მსახიობმა "პირველებთან" განაცხადა, ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტი იმედის მომცემია. 

ნინო კასრაძის შეფასებით, სრულად დაუშვებელია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.

"ქართველ ხალხს ბევრი რამის ატანა შეუძლია, მაგრამ ყური აუწიო და მიმართულება შეუცვალო, ამას ვერ აიტანს" - ამბობს მსახიობი.

ამ მოძრაობას როცა ვუყურებ, ნამდვილად არის იმედის მომცემი იმ თვალსაზრისით, რომ რამხელა პოტენციალი ჰქონია ჩვენს საზოგადოებას, ერს, რამხელა კრეატიული მარაგი. არ ხდება დებატები და არ ხდება ჩვენი მომავლის განხილვა, ეს არის კატასტროფული და დაუშვებელი. როგორ არ ეშინიათ. იმის მაგივრად, რომ ახლა იყოს გაცხოველებული დებატები ჩვენი მომავლის შესახებ, 28-მდე არ იქნებაო. ქართველ ხალხს ბევრი რამის ატანა შეუძლია, მაგრამ ყური აუწიო და მიმართულება შეუცვალო, ამას ვერ აიტანს", - ამბობს ნინო კასრაძე.

ამ წუთებში თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".   

მსგავსი სიახლეები