2200-2300 ლარიანი ჯარიმები და 6 დღიანი პატიმრობა - სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად კიდევ 4 პირი ცნო

11.12.24 21:55
2200-2300 ლარიანი ჯარიმები და 6 დღიანი პატიმრობა - სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად კიდევ 4 პირი ცნო

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ადამიანები, რომლებიც აქციაზე არ ყოფილან, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად გამოაცხადა. სტამბასთან დაკავებულ გიორგი გაბუნიას 6 დღიანი პატიმრობა შეუფარდა, მაკდონალდთან დაკავებულ ორ პირს კი  2200 და 2300 ლარიანი ჯარიმები. 

კიდევ ერთი ადმინისტრაციული საქმის განხილვა დასრულდა რამდენიმე წუთის წინ. მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ახალგაზრდა კაცის საქმეს, რომელიც 2 დღის წინ მაკდონალდთან დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა გიორგი ნადარიას მიმართ, მხოლოდ სიტყვიერი შენშვნით შემოიფარგლა. 

დღეს მოწმეები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ჩემ დაკავებაში მონაწილეობდნენ. როდესაც მე დამაკავეს, ამ ადამიანებმა არ იცოდნენ, ჩემი დაკავება რომ უწევდათ, რადგან რომ დაურეკეს, მერე გააგებინეს, ეს ადამიანი დაიჭირეთო. რომ გადამიყვანეს, ამ ადამიანს, როცა ოქმს წერდნენ, ოქმის დაწერის დროს მოუვიდა ესემესი, რაც ოქმში უნდა დაეწერა. სიტყვა სიტყვით დაწერა ეგ ოქმში. დღეს რომ გამოვიდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენებას აძლევდა, თავის სიტყვებს ეწინააღმდეგებოდა. ოქმში ეწერა, რომ მასზე ვიძალადე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე, მაგრამ მოწმედ როცა გამოვიდა, თქვა, რომ ამ ადამიანს არ უძალადია და მშვიდად იყო", - ამბობს გიორგი ნადარია. 

მსგავსი სიახლეები