თბილისში სიკვდილიც კი გაძვრიდა - ლილოს სასაფლაოზე ჭირისუფალს დადგენილზე 5-ჯერ ძვირს ახდევინებენ

03.09.21 21:04
თბილისში სიკვდილიც კი გაძვრიდა - ლილოს სასაფლაოზე ჭირისუფალს დადგენილზე 5-ჯერ ძვირს ახდევინებენ

თბილისში სიკვდილიც კი გაძვირდა. ლილოს კერძო სასაფლაოზე მოსულ ჭირისუფალს საფლავში ხუთჯერ მეტს ახდევინებენ. მოსახლეობა შოკშია და ამბობს, როგორ შეიძლება, გაზრდილი სიკვდილიანობის ფონზე ვინმემ ადამიანების ტრაგედიით ხელი მოითბობს და ფული აკეთოს. 

ლილოში ორი სასაფლაოა, ერთი მინიციპალური, სადაც ერთადგილიანი საფლავი 300 ლარი ღირს, მეორე კი კერძო, სადაც ერთ ადამიანის დაკრძალვა 3000 ლარი ჯდება. მუნიციპალურ სასაფლაოზე მისულ ჭირისუფალს ატყუებენ, რომ ადგილი არ აქვთ და კერძო სასაფლაოზე ამისამართებენ - აცხადებს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

იმის გამო, რომ ამ ორ სასაფლაოს შორის არც ღობეა და არც გამიჯვნა, ხალხს უჭირს რეალობის დადგენა, სად დაკრძალეს მიცვალებული.

არსებობს ეჭვი, რომ კერძო სასაფლავო რეალურად მუნიციპალურ ჩასასვენებს ასაღებს, ჭირისუფალს 3000 ლარს ართმევენ, თავად მერიის ანგარიშზე 300 ლარი შეაქვთ და დანარჩენი 2700 ლარი კი რეკეტიორიებს რჩებათ.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მიცვალებულის დაკრძალვასთან ერთად მეორე პრობლემა საფლავების მოპირკეთებაა, ჭირისუფალს კოლოსალურ თანხას სთხოვენ. უსახსრობის გამო ისინი აღნიშნულს ვერ იხიდიან, ამას თან ემატება ფაქტი, რომ  აქ მომუშავე მესაფლავეები ოჯახებს არ აძლევენ უფლებას, მუშები გარედან მოიყვანონ. 

ტვ პირველის ინფორმაციით,  სასაფლაოს დირექცია 3000 ლარად რეალურად ტიალ მინდორში 6 კვადრატლი ადგილს ყიდის, არ ასუფთავებს ტერიტორიას და წლებთან ერთად ლილოს სასაფლაო ნაგავსაყრლად გადაიქცა, ხალხის პროტესტის ხმა არავის ესმის, სასაფლაოების მაფია ამ ქვეყანში ხელშეუხებლობით სარგებლობს.