სოლიდარობას ვუცხადებ სისტემის მსხვერპლებს, არ შევეგუებით საშინელ მდგომარეობას - დათა ჩიჩუა
მსახიობი დათა ჩაჩუა პოლიტპატიმრებს და სისტემის მსხვერპლებს სოლიდარობას უცხადებს და "პირველებთან" ამბობს, რომ აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა აქციაზე უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებაა.
მისი თქმით, არ შეეგუება იმ მდგომარეობას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.
სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენს პოლიტპატიმრებს. ჩვენს სისტემის მსხვერპლებს და ყველა ჟურნალისტს ვუდგავარ გვერდით. ისევ ის რჩება ჩვენი მოთხოვნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და აღსრულდეს მართლწესრიგი. ჩვენ, ქართველები ვართ მეამბოხეები, მებრძოლები, რომ არ შევეგუებით ამ სისრულეს და საშინელ მდგომარეობას, რაშიც ესენი გვამყოფებენ'', - ამბობს დათა ჩიჩუა.
პროტესტის მე-14 დღე. პარლამენტთან აქცია გრძელდება - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. საყოველთაო პროტესტს დღეს საჯარო მოხელეები შეუერთდნენ, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობა გამართეს.