ოდიოზური რეჟიმია დამყარებული", რომელსაც ერთი ადამიანის ფულის დაცვის გარდა, სხვა იდეა არ ამოძრავებს - ხატიაშვილი

12.12.24 01:04
ოდიოზური რეჟიმია დამყარებული", რომელსაც ერთი ადამიანის ფულის დაცვის გარდა, სხვა იდეა არ ამოძრავებს - ხატიაშვილი

კინომცოდნე თეო ხატიაშვილი "ქართულ ოცნებას" არალეგიტიმურ ხელისუფლებად აცხადებს და როგორც ივანიშვილს გუნდს, ასევე საპოლიციო ძალებს კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლაში ადანაშაულებს. 

თეო ხატიაშვილი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ ქვეყანაში "ოდიოზური რეჟიმია დამყარებული", რომელსაც "ერთი ადამიანის ფულის დაცვის გარდა, სხვა იდეა არ ამოძრავებს".

ვცდილობთ, საკუთარი თავი თავადვე დავიცვათ და წესების, კანონების ჩარჩოებში ვიმოქმედოთ მაშინ, როდესაც არალეგიტიმური ხელისუფლება, ე.წ. სამართალდამცველები არანაირ კანონს აღარ იცავენ და გასული არიან ყველანაირი სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოდან. ზოგადად, რეჟიმებისთვის დამახასიათებელია, რომ საკუთარი ძალაუფლების დემონსტრაცია მოახდინოს, მას სხვა არაფერი დარჩენია, გარდა ძალადობისა. მას არ აქვს აღარანაირი ნათელი მიზანი. ჩვენთან რეჟიმიც კი რაღაც ოდიოზური დამყარდა", - ამბობს თეო ხატიაშვილი.

მსგავსი სიახლეები