რაც ახლა ხდება ქვეყანაში, ეს არის პუტინის რუსეთიდან აღებული სახელმძღვანელო - ნუცა მესხიშვილი

12.12.24 01:11
რაც ახლა ხდება ქვეყანაში, ეს არის პუტინის რუსეთიდან აღებული სახელმძღვანელო - ნუცა მესხიშვილი

"რაც ახლა ხდება ქვეყანაში, ეს არის პუტინის რუსეთიდან აღებული სახელმძღვანელო" - ამის შესახებ კინორეჟისორმა ნუცა მესხიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან დამამცირებელია ის, რომ საზოგადოების ნაწილი "ქართული ოცნების" პროპაგანდას იზიარებს და სჯერა, რომ უდანაშაულო ადამიანები გადატრიალებას აწყობენ. 

რაც ახლა ხდება, ეს არის დიდი ხნის ჩადებული ნაღმები. ეს არის ნამდვილი სახელმძღვანელო პუტინის რუსეთიდან აღებული. დაწყებული მტრის ხატი, მერე ეს პროცესი. პიანისტები, მსახიობი ახალგაზრდები შეიძლება აღმოჩნდნენ ციხეში, ეს ნიშნავს, რომ რაღაც ნაწილმა ეს უნდა მიიღოს ჩუმად და რაღაც ნაწილი არის კიდევაც ჩუმად. ესენი აპირებენ იმას, რასაც გვეუბნებოდა ჩვენი ხელისუფლება, უკრაინული მოდელის გამეორება. ეს არის ძალიან დამამცირებელი. ეს ხომ ჩანს, რომ ეს პიანისტი და მსახიობი არ აწყობდა გადატრიალებას'', - ამბობს ნუცა მესხიშვილი.

მსგავსი სიახლეები