"ბავშვია, ბიჭო! ბავშვი! ჩემი მხარდაჭერა სანდრო ქინქლაძეს და ყველა უმოწყალოდ ნაცემს" - დუტა სხირტლაძე

12.12.24 01:23
"ბავშვია, ბიჭო! ბავშვი! ჩემი მხარდაჭერა სანდრო ქინქლაძეს და ყველა უმოწყალოდ ნაცემს" - დუტა სხირტლაძე

მსახიობი დუტა სხირტლაძე 18 წლის სამოქალაქო აქტივისტს, სანდრო ქინქლაძის დაკავებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ახალგაზრდის ფოტოს აზიარებს. 

დუტა სხირტლაძე სანდრო ქინქლაძეს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში უმოწყალოდ სცემეს, მხარდაჭერას უცხადებს.

ბავშვია, ბიჭო!!! ბავშვიიიიი!!!  გამოუშვით!!! ჩემი მხარდაჭერა შენ, კარგო ბიჭო და ყველას ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს (მათ შორის ჩემი უმცროსი კოლეგებიც).. პატარა გოგო-ბიჭებს... ჟურნალისტებს, ოპერატორებს... ქვეყანა ამათია. შვილებისაა... ვიღაცეები "ბანდერლოგებს" უწოდებენ.. აი ამათ... ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ახალ თაობას... თავისუფლებაში დაბადებულებს. ამათი გონება რომ მოგცათ მაგინებლებს - ისე შეგრცხვებოდათ საკუთარი თავის. თუ არ გჯერათ - გაბედეთ და დაელაპარაკეთ. ნებისმიერს. თუმცა რაზე უნდა დაელაპარაკოთ... ბავშვები, შვილები, ახალი თაობა - ესაა ჩვენი საზრუნავი და ჩვენი მომავალი... ამათ ვერავინ მოერევა. ვერც ვერავინ მორევია. ვერასდროს" წერს დუტა სხირტლაძე.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ქინქლაძეს ხელბორკილები 8 დეკემბერს, მეგობრის სახლიდან გამოსვლის შემდეგ დაადეს. პროკურატურა ახალგაზრდას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. 18 წლის აქტივისტს, სანდრო ქინქლაძეს 12-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. 

მსგავსი სიახლეები