"ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება კონკრეტული პასპორტების მფლობელებისთვის და სანქციები" - ჰერჩინსკი
დაველოდოთ ორშაბათს, ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება კონკრეტული პასპორტების მფლობელებისთვის და რაც მთავარია, სანქციები - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპარლამენტარებთან დახურული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირს არ სურს ზიანი მიაყენოს ქართველ ხალხს.
ჩვენი მიზანია ძლიერი სიგნალის გაგზავნა ხელისუფლებისთვის, რომ ის გზა, რომელიც მათ აირჩიეს, როდესაც სასტიკად უსწორდებიან საპროტესტო აქციის მონაწილეებს, არის მიუღებელი - ამბობს ელჩი.
ჩვენ ძალიან ვართ შეშფოთებულები საქართველოში არსებული მდგომარეობით. ევროკავშირის ინსტიტუციების ახალი ლიდერების ინიციატივაა, რომ შეწყდეს საუბარი და გადავიდეთ ქმედებებზე. ახლა ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბრიუსელში, რათა შეთანხმდეს სხვადასხვა ზომები და მე იმედი მაქვს, რომ 27 წევრი სახელმწიფო შეთანხმდება კონკრეტულ ზომებზე. ასე რომ დაველოდოთ ორშაბათს, ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, კონკრეტული პასპორტების მფლობელებისთვის და რაც მთავარია, სანქციები.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვინდა ზიანი მივაყენოთ ქართველ ხალხს და დავსაჯოთ ისინი. იმიტომ, რომ ეს ხალხი ყოველ საღამოს გამოდის ქუჩებში და აფრიალებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს. ამიტომ, ჩვენი მიზანი არ არის მათი დასჯა, ჩვენი მიზანია ძლიერი სიგნალის გაგზავნა ხელისუფლებისთვის, რომ ის გზა, რომელიც მათ აირჩიეს ბოლო თვეებში და განსაკუთრებით ბოლო დღეებში, როდესაც სასტიკად უსწორდებიან საპროტესტო აქციის მონაწილეებს, არის მიუღებელი.ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი. 16 დეკემბერს ჩვენ აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა დამცველების საერთაშორისო დღეს. მე საქართველოში შევხვდი უფლებადამცველებს და მათ მითხრეს, რომ პროტესტის მონაწილეთა ცემა ხდება მას შემდეგ, რაც მათ ააკავებენ და ეს ნიშნავს წამებას. ეს უნდა შეჩერდეს, რადგან აბსოლუტურად მიუღებელია. ასევე უნდა გამოიძიონ ის შემთხვევა, რომელიც თბილისის ქუჩებში ვანხეთ, როდესაც კრიმინალური ჯგუფები დარბოდნენ ქალაქში და ყველა პასუხისმგებელი ასეთ თავდასხმებზე პასუხისგებაში უნდა მიეცენ., ხოლო ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულები, უნდა გათავისუფლდნენ , რაც შეიძლება მალე", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.