პროტესტის მონაწილეთა ცემა დაკავების შემდეგ ნიშნავს წამებას, ეს უნდა შეჩერდეს - ჰერჩინსკი

12.12.24 11:06
პროტესტის მონაწილეთა ცემა დაკავების შემდეგ ნიშნავს წამებას, ეს უნდა შეჩერდეს - ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაგმო ის ძალადობა რაც დაკავებული აქციის მონაჭილეების მიმართ ხორციელდება. 

უფლებადამცველებმა მითხრეს, რომ პროტესტის მონაწილეთა ცემა ხდება მას შემდეგ, რაც მათ აკავებენ და ეს ნიშნავს წამებას - ამბობს ჰერჩინსკი და აცხადებს, რომ ძალადობა უნდა შეჩერდეს.

ელჩი ასევე შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, ყველა ძალადობის შემთხვევა გამოიძიონ, რაც თბილისის ქუჩებში ხდება და გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული მომიტინგეები. 

ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი. 16 დეკემბერს ჩვენ აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა დამცველების საერთაშორისო დღეს. მე საქართველოში შევხვდი უფლებადამცველებს და მათ მითხრეს, რომ პროტესტის მონაწილეთა ცემა ხდება მას შემდეგ, რაც მათ აკავებენ და ეს ნიშნავს წამებას. ეს უნდა შეჩერდეს, რადგან აბსოლუტურად მიუღებელია. ასევე უნდა გამოიძიონ  ის შემთხვევა, რომელიც თბილისის ქუჩებში ვნახეთ, როდესაც კრიმინალური ჯგუფები დარბოდნენ ქალაქში და ყველა პასუხისმგებელი ასეთ თავდასხმებზე  პასუხისგებაში უნდა მიეცენ, ხოლო ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულები, უნდა გათავისუფლდნენ , რაც შეიძლება მალე", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი სიახლეები