"საუბარი იყო, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას მათი მხრიდან" - ევროპარლამენტარების და ოპოზიციის შეხვედრა დასრულებულია

12.12.24 11:21
"საუბარი იყო, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას მათი მხრიდან" - ევროპარლამენტარების და ოპოზიციის შეხვედრა დასრულებულია

თბილისში მყოფი ევროპარლამენტის დელეგაციის და ოპოზიციის შეხვედრა დასრულებულია - შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ქართველი ხალხის პროტესტს ევროპელი პოლიტიკოსების სრული მხარდაჭერა აქვს.

"ერთიანობის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას მათი მხრიდან.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ რანგის ვიზიტი. სრული მხარდაჭერა ქართველ ხალხს და ძალიან კარგად ესმით რა სიტუაციია. საუბარი იყო, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას მათი მხრიდან. მე მეტ დეტალს ვერ გეტყვით. ჩვენ ევროპიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვოთ. აღფრთხოვანებულია ყველა ქართველი ხალხის ამ უწყვეტი პროტესტით", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.  

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით კი, ევროპარლამენტარებმა ზედმიწევნით იციან, რა არისგასაკეთებელი. 

მელია ამბობს, რომ მომდევნო დღეები, კვირები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს  სახელმწიფოს ბედს, ამიტომ საჭიროა განცხადებების აღსრულებაში მოყვანა. 

ევროპარლამენტარებმა ზედმიწევნით კარგად იციან, რა არის საჭირო. დიდი მადლობა მათ, რა განცხადებებსაც აკეთებენ, რა ტიპის რეზოლუციებიც გამოიცემა. მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება აღსრულება. მათ იციან, კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი, რადგან მომდევნო დღეები, კვირები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ამ სახელმწიფოს ბედს, ამიტომ აქ საუბრის დრო და სივრცეც კი ნაკლები დარჩა. მხოლოდ ფურცელზე დატანილი ხელმოწერა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს კრიზისი გადაილახოს. 

დელეგაციის წევრები შეხვედრას გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან.

დელეგაციაში შედიან:

  • რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
  • მიჰალ შჩერბა, პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
  • ნატალი ლუაზო, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
  • ბერნარდ გეტა, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
  • ტობიას კრემერი, გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი
  • რაინიე ვან ლანშოტი, ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი

მსგავსი სიახლეები