რეპრესიები მოქალაქეების წინააღმდეგ - დაკავებულია კიდევ ორი მშვიდობიანი მომიტინგე

12.12.24 11:12
რეპრესიები მოქალაქეების წინააღმდეგ -  დაკავებულია კიდევ ორი მშვიდობიანი მომიტინგე

მშვიდობიანი მომიტინგების დაკავებები გრძელდება -  გიორგი შატბერაშვილს ხელბორკილები იმ დროს დაადეს, როცა აქციიდან სახლში ბრუნდებოდა.

მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.

დაკავებულია 19 წლის ლუკა ღვინიაშვილიც - ის სავარაუდოდ, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა საკუთარი ავტომობილიდან აიყვანეს. მასაც ადმინისტარციულ სამართალდარღვევას ედავებიან.

ადვოკატები და ოჯახის წევრები დარწუნებულები არიან, რომ აქტივისტების დაკავება საზოგადოების დაშინებას ემსახურება.

მას აედევნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ რაიმე მაიდენტიფიცერებლი საბუთი, ლუკა გაიქცა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან და ითხოვა დახმარება, სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ისინი იყვნენ პოლიციის ტანამშრომლები  და მისი დაკავება მოხდა ადმინისტრაციული წესით, თთქოს, მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს.

ლუკა ახორციელებს ჟურნალისტურ საქმიანობას, მას დაზიანებები არ აქვს, თუმც აფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. მას პოლიციამ აიძულა დაკავების ოქმზე მოეწერა ხელი, ისე რომ არ გაცნობოდა, მუქარით გამოართვა ტელეფონის პაროლი“, - ამბობს “ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი, ეკა ქობესაშვილი.

ადვოკატი ამბობს, რომ მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ ლუკას, რომელიც დიღმის იზოლატორში იპოვეს.

ადამიანი სახლში მიდიდოდა, სახლთან დახვდნენ პატრულის თანამშრომლები და ამის შემდეგ ოჯახთან ერთად მთელი ღამე ვეძებდით და ძლივს მივაგენით, დიღმის იზოლატორში“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ორივე დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება.

 

მსგავსი სიახლეები