IT სპეციალისტების პროტესტი - ტექნოლოგიური კომუნის წევრები პარლამენტამდე მსვლელობას გამართავენ
IT სპეციალისტები ორდღიან გაფიცვას აცხადებენ - ტექნოლოგიური კომუნის წევრები, უარს ამბობენ სამსახურებში მისვლაზე და დილიდან საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან.
“თავისუფლება რეჟიმის პოლიტპატიმრებს, “წინ მხოლოდ ევროპისკენ“ - ამ ლოზუნგებით, პროტესტის რეჟიმში გადასული სპეციალისტები პარლამენტამდე მსვლელობას გამართავენ.
ტექნოლოგიური კომუნის წევრები, “ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციის უგულებელყოფაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მომიტინგეეების დარბევა და უმოწყალოდდ ცემა მიუღებელია.
გამოსავალი არასტაბილური სიტუაციის დასტაბილურებისთვის ხელახალი არჩვენების დანიშვნაა. ჩვენ არ გვქონდა იმის მოტივაცია, რომ ოფისებში ვმჯდარიყავით და ჩვენი საქმე გვეკეთებინა. მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესი იმდენად არეული და რეპრესიულია, რომ უბრალოდ არ შეგვიძლია ოფისიდან გავაგრძელოტ ჩვენი საქმის კეტება. ამიტომ გამოვედით და ვაპროტესტებთ, რადგან პროგრესი და განვითარება ჩერდება ქვეყანაში“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ რომელიმე პოლიტიკოსის წასვლა, ერთგვარი მცდელობაა პროტესტის შესუსტების და რეალურად რეჟიმი და სისტემა უნდა შეიცვალოს.
ჩვენი მოთხოვნა არის მარტივი, საქართველომ გადაუხვია ევროპული ინტეგრაციის კურსს, ქვეყანა მიდის რუსეთისკენ და ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლები ვზარალდებით ამით. რეჟიმი და სისტემა უნდა შეიცვალოს, უნდა გათავისუფლდნენ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც უკანონოდ არიან დაკავებულები და ნაცემები“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.