"საბჭოთა ცირკი! ტაში მეგობრებო!“ - გიორგი ოკმელაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
მომდევნო სხდომა 10 იანვარს ჩაინიშნა.
"საბჭოთა ცირკი! ტაში მეგობრებო!“, - განაცხადა კრეატიული სააგენტო „ლიმონის” დამფუძნებელმა თავისი სასამართლო სხდომის დასრულებისისას, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მომდევნო სხდომის თარიღი გამოაცხადა.
პარალელურად, სასამართლოს ეზოში "ლიმონის" დამფუძნებლის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. ადგილზე ოკმელაშვილის მეგობრები და ახლობლები იყვნენ შეკრებილნი. მათ დიდი პლაკატიც გაშალეს "თავისუფლება ოკემლას"
გიორგი ოკმელაშვილი შსს-მ 15 მაისს დააკავა 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფის საბაბით. 17 მაისს სასამართლომ ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს 15 მაისის განცხადების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამასთან, საქმეს დაემატა ბრალი, რომელიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
გიორგი ოკმელაშვილს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.