“პარლამენტში ყოფნის უფლება ვინ მოგცათ?“ - გურამ მაჭარაშვილი “ტვ პირველის“ ჟურნალისტს
„ოცნების“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი “ტვ პირველის“ ჟურნალისტს პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებას სთხოვდა.
მაჭარაშვილი ჟურნალისტთან იმ დროს მივიდა, როდესაც რუსუდან დუმბაძე ირმა ზავრადაშვილს პრემიერის შესაძლო წასვლის თემაზე ესაუბრებოდა.
“არალეგიტიმურად რატომ იმყოფები პარლამენტში, ვინ მოგცათ უფლება“,- უთხრა მაჭარაშვილმა “პირველების“ ჟურნალისტს.
რუსუდან დუმბაძის პასუხზე, რომ მას პარლამენტის აკრედიტაცია ჰქონდა, “ოცნების“ დეპუტატმა ჰკითხა: არალეგიტიმური პარლამენტისგან აკრედიტაცია რატომ ჰქონდა?
დეპუტატმა ჟურნალისტს ამ დიალოგის ეთერში გაშვება და პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარება მოსთხოვა.
“ეს გაუშვით ეთერში, თქვი, რომ აღიარებ პარლამენტს“, - უთრა მან ჟურნალისტს.
მაჭარაშვილი სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძის შესაძლო გადადგომაზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ოცნების“ პრემიერს თანამდებობიდან უშვებენ. მიზეზი სავარაუდოდ, საპროტესტო მუხტის ჩახშობის მცდელობაა.